გიორგი გახარიაზე თავდასხმა

შერატონი რეჟიმთან ერთად დევნის მათ, ვინც გახარიაზე თავდასხმა გააპროტესტა – საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართელოსთვის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, შერატონ ბათუმი რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში შერატონ-ბათუმის თანამონაწილეობა გააპროტესტეს.

"სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა შერატონ ბათუმთან გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო.

შერატონ ბათუმმა, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, შერატონ ბათუმმა ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების - კამერების ჩანაწერების გადამალვას" - წერია პარტიის განცხადებაში. 

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები