დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს ჯონ ბოლტონს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხნსა. 

"იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არ მიკვირს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩემ მიერ პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კრიტიკის მიუხედავად, 2021 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ დამინიშნა საიდუმლო სამსახურის დაცვა" – წერს ბოლტონი CNN-სთვის გაგზავნილ წერილში.

ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას 2018-2019 წლებში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იკავებდა. პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგომის შემდეგ ტრამპმა მას საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა. 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა ირანისგან არსებული საფრთხის გამო მას დაცვა ხელახლა დაუნიშნა.

კომენტარები