აზია

ფილიპინებმა და აშშ-მ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

ფილიპინებმა და აშშ-მ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეხუტე ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. 

ფილიპინების შეიარაღებული ძალების მიხედვით, წვრთნები 17-18 იანვარს ჩატარდა. ფილიპინები და აშშ უსაფრთხოების სფეროში მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც 1951 წელს ორ ქვეყანას შორის საერთო თავდაცვის შეთანხმება გაფორმდა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ორ ქვეყანას შორის 2023 წელს დაიწყო ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ. რამდენიმე დღის წინაც, ფილიპინებმა დაგმო ჩინეთის სანაპირო დაცვის ნავების შეჭრა ფილიპინების საზღვაო ზონაში. ამ ეტაპისთვის, ფილიპინებსა და აშშ-ს შორის 5 წვრთნა ჩატარდა.

დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წლების მანძილზე გრძელდება. ჩინეთი მისი ცნობილი "10-პუნქტიანი ხაზით" თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის,  ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ. 

კომენტარები