აშშ-საქართველო

ვაშაძე: ბევრი რამ შეიცვლება, ამერიკის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული

კადრი ვიდეოდან / გიორგი ვაშაძე

კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ "ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში, ამერიკის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული".

ვაშაძემ სოციალურ ქსელში ინაუგურაციაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ "ძნელი ბედი ელით" დემოკრატიის და ამერიკის მტრებს და მათ შორის ივანიშვილს და ქართულ ოცნებას.

"სალამი ამერიკიდან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რესპუბლიკელების მოწვევით. ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში, ამერიკის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო იყოს განხილვების პირველ განრიგში. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ. აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და ამერიკის მტრებს და მათ შორის ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ, სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ". - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები