აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ბრძანებას მოაწერა ხელი. ტრამპმა ხელი ასევე მოაწერა ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ძველი სახელი, მაკკინლის მთა დაუბრუნდეს.
"ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე და რომელიც მთელი სამყაროსგან მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს. [...] ძალიან მალე, ჩვენ მექსიკის ყურის სახელს შევცვლით ამერიკის ყურით და მაკკინლის მთას დავუბრუნებთ დიდებული პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს, სადაც მისი ადგილია" – თქვა ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ალასკაში მდებარე მაკკინლის მთას გადაარქვა სახელი და მას დენალი დაარქვა, რითიც მას ადგილობრივი მაცხოვრებლები მოიხსენიებდნენ და ადგილობრივ ენაზე ითარგმნება როგორც "მაღალი". პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სახელი მთას ოფიციალურად 1917 წელს, პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ მიენიჭა.