ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბულინგი იმდენად მიდის, რომ კომპანიები საჯარო კომუნიკაციისგან თავს იკავებენ - დავითაშვილი

ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბულინგის გამო, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები საჯარო კომუნიკაციისგან თავს იკავებენ. 

"სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებაში ბულინგი იმდენად მიდის, რომ კომპანიებიც კი თავს იკავებენ გარკვეული საჯარო კომუნიკაციისგან - მათ შორის, საერთაშორისო კომპანიები - ვითარებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, ეს მალე გადაივლის, რადგან ეს აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტულია [...]

[კომპანიები] ინვესტიციებზე მუშაობენ, პროცესი გრძელდება და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მიდის, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, ეს მათთვის უხერხულობებს ქმნის. ენერგეტიკის სექტორში 200-300 მილიონ დოლარიანი საერთაშორისო ინვესტიციებია, რომელიც შეუფერხებლად ხორციელდება - და დღეს ამ კომპანიებს საჯარო კომუნიკაცია ეუხერხულებათ და ამის აფიშირება არ სურთ - იქიდან გამომდინარე, რაც არასწორი პროცესებიდან გამომდინარე შეიქმნა. კერძოდ, ბულინგი, რაზეც მე გესაუბრეთ. როცა ოპოზიცია ბიზნესს საბოჟატისკენ, თავისი საქმიანობის შეჩერებისა და ეკონომიკური აქტივობების გაჩერებისკენ მოუწოდებს, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო მეტად ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ადგილობრივი ინვესტორები". - თქვა დავითაშვილმა.

კომენტარები