ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"შეიძლება, წელს ეს მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილიყო" - დავითაშვილი დავოსის ფორუმზე

ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, წელს დავოსის ფორუმში მონაწილეობა მათი "ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი არ იყო".

"საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობა იქიდან გამომდინარე არ მიიღო, რომ შეიძლება, მიმდინარე წელს ეს ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილიყო [...]

როცა დავოსის ფორუმზე მივდიოდით და ვმონაწილეობდით ხოლმე, ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. მათ შორის, ფორუმის ფორმატში პარალელური შეხვედრებიც გვქონდა ხოლმე. თუმცა, შეიძლება, წელს ეს მაქსიმალურად პროდუქტიული არ ყოფილიყო და აქედან გამომდინარე, შეიძლება, წელს ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვქონდეს - ამ ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა". - თქვა დავითაშვილმა ივანიშვილის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების დროს.

საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ იღებს. 

კითხვის საპასუხოდ, მიიღეს თუ არა მიწვევა, ტაბულას 16 იანვარს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ იმ დროისთვის მათ მიწვევა არ ჰქონდათ მიღებული, თუმცა, რომც მოსულიყო, ვერ წავიდოდნენ.

წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს გაიმართება.

კომენტარები