აშშ-ს საიდუმლო სამსახური

CNN: ტრამპი საიდუმლო სამსახურის დირექტორად საკუთარ დაცვის უფროსს, შონ კერანს დანიშნავს

დონალდ ტრამპის დაცვის ხელმძღვანელი, შონ კერანი (ტრამპისგან მარჯვნივ) აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტზე მომხდარი პირველი თავდასხმის დროს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, საკუთარ დაცვის უფროსს, შონ კერანს დანიშნავს. ინფორმაციას CNN საკითხის მცოდნე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, კერანი ტრამპის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და არჩეულ პრეზიდენტთან ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა.

როგორც CNN წერს, რომ რამდენიმე წყარომ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კერანს არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ისეთი დიდი და რთული უწყების ხელმძღვანელობისთვის, როგორიც აშშ-ს საიდუმლო სამსახურია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კერან არასდროს უხელმძღვანელია ისეთი ბიუჯეტით და ოპერაციებით, როგორიც საიდუმლო სამსახურს აქვს, თუმცა, ტრამპის დაცვის სამსახურში ის 85 ადამიანს ხელმძღვანელობდა.

დანიშვნის შემთცვევაში კერანი რონალდ როუს შეცვლის, რომელიც საიდუმლო სამსახურის დირექტორის თანამდებობას კიმ ჩიტლის გადადგომის შემდეგ იკავებდა. ჩიტლი გასული წლის ივლისში ტრამპზე მომხდარი პირველი თავდასხმის შემდეგ გადადგა.

კომენტარები