საქართველო-აშშ

კალაძე სენატორ რიშზე: ის ყოველთვის სიცრუითა და სიყალბით გამოირჩევა

ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებას. ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც  პატივცემული ქადაგებს. უთხრა „არა“ იმ სიყალბეს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი ქადაგებს. უთხრა „არა“ წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნის განვითარებას გავაგრძელებთ. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომი პერიოდი.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას. რიშის თქმით, ბოლო პერიოდში აშშ საქართველოთი იმედგცრუებულია და მან იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს" და გააკეთებს იმას, რაც სურს და [საქართველო] გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

კომენტარები