ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროპარლამენტში "საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე" დებატები გაიმართება

europarl.europa.eu

მომდევნო კვირას, 20-23 იანვარს, ევროპარლამენტი "საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე" დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებრგვერდზე გამოაქვეყნეს.

ევროპარლამენტის მომდევნო კვირის განრიგის მიხედვით, ევროპარლამენტი "საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებზე" დებატებს გამართავს.

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს თებერვლის სესიაზე უყრიან.

"ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს სამშაბათს, 21 იანვარს გამართავს, მაგრამ რეზოლუციას კენჭი პირველ რიგში თებერვლის სესიაზე ეყრება" - წერს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი თავის X-ზე

კომენტარები