გიორგი გახარიაზე თავდასხმა

ჩეხეთის საგარეო: შოკირებული ვართ გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო

შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, მიმართ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის გამო. საქართველოში პოლიტიკური ძალადობა კიდევ უფრო ახალ დონეზე ავიდა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს საქმე და თავიდან აიცილოს პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის მიმართ შემდგომი ძალადობა

წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.

 

კომენტარები