ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სტუდენტურმა მოძრაობებმა რამდენიმე უნივერსიტეტის ფოიე დაიკავეს (VIDEO)

რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი უნივერსიტეტების ფოიეები და აუდიტორიები დაიკავეს. ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათი უმეტესობა ამაღამ უნივერსიტეტებში დარჩება, მათ შორის არიან - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.

ასევე, პროტესტს შეუერთდნენ ფრიუნის და აგრუნის სტუდენტები - მათი განცხადებით, "იმისდა მიუხედავად, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ გვიზღუდავენ საკუთარი აზრის გამოხატვას, ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტების ძალა ერთობაშია და მუდამ, საერთო ქმედებებით, გავაპროტესტებთ უსამართლობასა და ძალადობას".

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადება:

სამხატვრო აკადემიის გაფიცული სტუდენტების განცხადება

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადება

ფრიუნის და აგრუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადება

სეუ-ს სტუდენტების ნაწილი

კომენტარები