რეჟიმის ძალადობა

TI: შერატონ ბათუმი ზვიად ქორიძეს მასზე თავდასხმის ვიდეომასალას არ აძლევს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, "შერატონ ბათუმი, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი".

TI-ის განცხადებით,  ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ რეაგირება და გამოიყენებენ ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს.

"ასევე, მივაწვდით ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე, სხვა პირვებთან ერთად, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი, ფიზიკური ძალადობის ინიციატორად გიორგი გახარიას ასახელებენ.

 

კომენტარები