ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვრამდე გადაიდო

გიორგი ოკმელაშვილი

დღეს, 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ოკმელაშვილის საქმეს განიხილავდნენ, რომელიც შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 15 მაისს დააკავა. პროცესი 24 იანვრის 14:00 საათამდე გადაიდო, ხოლო მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს მოუხსნეს. 

17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ოკმელაშვილის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის თქმით, მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ არგუმენტად გაქარწყლებული ნასამართლეობა გამოიყენა. 

კომენტარები