გიორგი ოკმელაშვილის საქმე

ოკმელაშვილი ღია ტიპის დაწესებულების ნაცვლად დახურულში გადაიყვანეს - პუბლიკა

გამოცემა პუბლიკის ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების ნაცვლად დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან საშიშროების "საშუალო რისკი" "მომეტებული რისკით" შეუცვალეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 14 მარტით თარიღდება.

"როგორც ადვოკატისთვის მიწერილ წერილში პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, "ოკმელაშვილს დაუდგინდა საშიშროების "მომეტებული" რისკის სახე და სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში"". - წერს გამოცემა.


 სარეკლამო კომპანია ლიმონის დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, 17 მაისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს. 3 თებერვალს ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები