რუსული კანონი

გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს, მას შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება

შსს-მ თბილისში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, შსს-ს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დღეს, 15 მაისს სარეკლამო კომპანია ლიმონში შსს და საგადასახადო სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ გიორგი ოკმელაშვილია.

აღსანიშნია, რომ ჩხრეკას ადვოკატი არ დაესწრო.

კომენტარები