რუსული კანონი

ოკმელაშვილის ადვოკატი: გავასაჩივრებთ სააპელაციოში, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს

გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატის, კობა ბარამიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ და მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. 

"გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ფორმალური ამბავია, მაგრამ გაავსაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ასევე გვენქება კონკრეტული პრეტენზიები უფლებების დარღვევის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. უახლოეს დღეებში გვექნება გეგმა, როდის და რა ფორმით გავასაჩივრებთ" - ამბობს ბარამია. 

გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.

კომენტარები