ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები

სეული უკრაინას ჩრდილოეთკორეელი ტყვეების თავის ტერიტორიაზე გადაყვანას სთავაზობს

უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი
RBC.ua

სამხრეთ კორეა უკრაინასთან ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვეების შესაძლო გადაცემის საკითხზე კონსულტაციების გამართვას აპირებს.

სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით RBC-ის უკრაინული გამოცემა წერს, რომ ინიციატივა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლი ჩე უნს ეკუთვნის. 

სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ტყვეების გადაყვანისთვის აუცილებელია უკრაინამ სეულს შესაბამისი განცხადებით მიმართოს.

"ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ჩვენი მოქალაქეები არიან, მთავრობა აპირებს სამხედროების სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს". – თქვა ლიმ. 

სამხრეთ კორეის კონსტიტუცია კორეის ნახევარკუნძულს თავის ტერიტორიად განსაზღვრავს. და ფაქტიურად ჩრდილოეთკორეელებს საკუთარ მოქალაქეებად აღიარებს. ლის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთ ტყვეს სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ფრონტზე მოკლული და დაჭრილია რუსეთის მიერ გაგზავნილი 3000  ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი. 

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთკორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ტყვეების გაცვლა შესთავაზა. ზელენსკის ჩანაფიქრით, კორეელი სამხედროების სანაცვლოდ, კიმის შუამდგომლობით, რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლონ უკრაინელი ჯარისკაცები.

კომენტარები