გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს, ერთჯერადი დახმარების მიზნით ივანიშვილის მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს. განკარგულება 8 იანვრით არის დათარიღებული.
ცნობისთვის, 5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.
განკარგულების მიხედვით, ვიტალი ჭოლარიას თანხას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.





