უბედური შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

ტრაგედია გალში - დიდი ბრიტანეთის ელჩი დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

ოკუპირებულ აფხაზეთში 5 მცირეწლოვანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში სამძიმარს გამოთქვამს და ელჩის ვიდეო-მიმართვას აქვეყნებს

"შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერათად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” - თქვა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარები