ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში 5 იანვარს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
5 იანვარს საბერიოში, კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა. მათგან ყველაზე პატარა 4 თვის იყო. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.