უბედური შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში 5 მცირეწლოვანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.

როგორც აფხაზური ტელეგრამ არხი "აიაშარა" იუწყება, ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.

ტრაგედიის ადგილზე რაიონის გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა.

რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით, მრავალშვილიან ოჯახში მოხდა. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

კომენტარები