ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროკავშირი ბათუმსა და თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას გმობს

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს გმობს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

"ევროკავშირი გმობს გასულ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებებს. 

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ". - წერს ჰიპერი.

კომენტარები