ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დაგვპირდნენ, რომ გაფიცვაში თანამშრომლებს ხელს არ შეუშლიან - გუნცაძე TBC ბანკზე

რეჟიმის მიერ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე საქართველოს ბანკის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ TBC ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ თანამშრომლებს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობაში. 

როგორც ლიკა გუნცაძემ შეხვედრის მერე აღნიშნა, TBC ბანკი ხელს არ შეუშლის თანამშრომლებს, საყოველთაო გაფიცვაში მიიღონ მონაწილეობა. 

"ძალიან კონსტრუქციული, კარგი შეხვედრა გვქონდა ხელმძღვანელობასთან. დაგვპირდნენ, რომ არანაირი შეზღუდვა თანამშრომლებს არ ექნებათ. ყველა თანამშრომელს შეუძლია, გამოხატოს თავის ნება და ამისთვის არავინ დაისჯება. ახლა უკვე ველოდებით მათ დასტურს" - თქვა გუნცაძემ.

კომენტარები