უფლებები საქართველოს იურისტის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, რესტორან ბაბილოსთან გუშინდელ აქციაზე დაკავებული, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანიელ ბუკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადვოკატმა ბუკაშვილი იზოლატორში მოინახულა.
"დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას დაზიანება მიიღო. რამდენიმეჯერ ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო. ის პროტესტსი ნიშნად შიმშილობს" - ამბობს ნოზაძე TV პირველთან.
12 იანვარს ივანიშვილის მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება რესტორან ბაბილოში საპროტესტო აქციის პარალელურად გვიანობამდე გაგრძელდა, საპოლიციო ძალებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, ხოლო მოსამართლეებმა რესტორანი სპეციალური კორდონის საშუალებით დატოვეს.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გუშინ ბაბილოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯამში 9 პირი, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესი, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.