კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, 11-12 იანვრის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დაკავების ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.
ცნობისთვის 12 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი (შუშანა მაცაბერიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, ლუკა ნაცვლიშვილი, და გიორგი კაკალაძე) ადმინისტრაციული წესის 166-ე 173-ე მუხლებით დააკავა.
ასევე, 11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელიც.
"ჩვენ ფაქტობრივად ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები, ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ვაჟა დარჩია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი.
ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და პარალელურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას". - თქვა ირაკლი კუპრაძემ