აშშ-მ რუსეთის ენერგოსექტორისა და ნავთობის გადამზიდი ტანკერების ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მძიმე სანქციები გამოაცხადა, რომლის სამიზნეც 180-ზე მეტი ხომალდი, ათეულობით Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის მოვაჭრე და გემების სადაზღვევო კომპანიები არიან.
"აშშ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი და უკანონო ომის დასაფინანსებლად შემოსავლის მთავარი წყაროს წინააღმდეგ". - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
იელენის თქმით, "დღევანდელი სანქციებით, ჩვენ ვზრდით რუსული ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებული სანქციების რისკს, მათ შორის, გემით გადაზიდვისა და რუსული ნავთობის ექსპორტის ხელშეწყობის მხრივ".
აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 180-ზე მეტ გემს შეეხება, რომელსაც რუსეთი ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებდა. ამასთანავე, სანქციებით შავ სიაში შედის ორი უმთავრესი ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანია, Gazprom Neft და Surgutneftegas, და ასევე მათი შვილობილი კომპანიები.