პარტია გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და სქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია გახარია საქართველოსთვის მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას:
- არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
- მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
- განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
- გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად
იგივე შინაარსის წერილი PACE-ს ასევე გაუგზავნა სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ, ძლიერმა საქართველომ და კოალიციამ ცვლილებისთვის.