ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "საქართველოს საერთაშორისო მეგობრების" ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს დასავლელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ევროპელი დეპუტატები, ყოფილი ამერიკელი და ევროპელი თანამდებობის პირები და დიპლომატები აწერენ ხელს.
განცხადებაში ხელმომწერები ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, დაასანქცირონ რეჟიმის წარმომადგენლები და მოითხოვონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
დასავლელმა მაღალჩინოსნებმა განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.
"ჩვენ, ტრანსატლანტიკოსი კანონმდებლები და ყოფილი უფროსი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებნი პოლიტიკურ სპექტრზე, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყოს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. მოვითხოვთ საერთო პოლიტიკას, რომ არცერთი მაღალი რანგის შეხვედრა შედგეს, ერთი მხრივ, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და, მეორე მხრივ, ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, წესიერი მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. ამასთანავე, ჩვენ მოვითხოვთ ერთობლივ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს.
ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ აირჩია, უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნების შესახებ, მოიწვია ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ ღამის საპროტესტო აქციებს, ათასობით მომიტინგის [მონაწილეობით], სასტიკად უპასუხეს. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ". - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ჯო უილსონი - ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
რიჩარდ ჰადსონი - ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის წევრი;
სტივ კოენი - ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის წევრი;
მარკ ვეისი - ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის წევრი;
მიჰაუ შერბა - პოლონელი ევროპარლამენტარი;
ერიკ-ნილს კროსი - ესტონეთის პარლამენტის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პარტია ALDE-ს ვიცეპრეზიდენტი;
რადოსლავ ფოგელი - პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ურმას რეინსალუ - ესტონეთის პარლამენტის წევრი;
ირმა კალნინა - ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
მარკო მიჰკელსონი - ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გუსტავ გოტბერგი - შვედეთის პარლამენტის წევრი;
ლია კუარტაპელი - იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი;
ჟიგიმანტას პავილიონისი - ლირვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
მიხაილ გალერი - გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორი;
ჰელმუტ ბრანდსტოტერი - ავსტრიელი ევროპარლამენტარი;
პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
მიჰაუ ვავრიკიევიჩი - პოლონელი ევროპარლამენტარი;
აგნიეშკა პომაშკა - პოლონეთის სეიმის წევრი;
რასა იუკნევიჩიენე - ლიტველი ევროპარლამენტარი;
რიჰარდს კოლსი - ლატვიელი ევროპარლამენტარი;
ოლექსანდრ მერეჟკო - უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
დანიუს ჟალიმასი - ლიტველი ევროპარლამენტარი;
ნატალი ლუაზო - ფრანგი ევროპარლამენტარი;
ფილიპო სენსი - იტალიის სენატის წევრი;
ულრიხ ლეცტე - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი;
ბერნარდ გეტა - ფრანგი ევროპარლამენტარი.
ყოფილი მაღალჩინოსნები:
გაბრელიუს ლანდსბერგისი - ლირტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
იან კელი - საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი;
რენდი შოინმანი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცეთავმჯდომარე, Halifax International-ის უსაფრთხოების ფორუმის მრჩეველი;
კენეთ იალოვიცი - საქართველოში და ბელარუსში აშშ-ს ყოფილი ელჩი;
ლორა თორნტონი - Global Democracy Programs-ისა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი;
ჰანა ჰოპკო - უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;
დევიდ ჯეი კრამერი - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
ვიოლა ფონ კრამონი - გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი;
გერალდ ნაუსი - ევროპის სტაბილურობის ინიციატივა;
ბენ ჰოჯსი - ევროპაში აშშ-ს ძალების გადამდგარი ლეიტენანტ-გენერალი, ყოფილი მეთაური;
ეველინ ფარკასი - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თავმჯდომარის ყოფილი ასისტენტი;
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი;
გარი ჯეი შმიტი - აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი.