რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში იერიშზე გადავიდა

ფოტო: Evgeniy Maloletka/Associated Press

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში იერიშზე გადავიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება. ასევე, კურსკში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს. 

"კურსკში კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რაც დაიმსახურა" – წერს ერმაკი.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი, ანდრეი კოვალენკო წერს, რომ თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. 

"კურსკში რუსები ძალიან აღელვებულები არიან, რადგან მათ რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ და ეს მათთვის მოულოდნელი იყო. თავდაცვის ძალები კარგად მუშაობენ." – წერს კოვალენკო.

კომენტარები