ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"ბედობა რუსთაველზე" – 2 იანვარს, 19:00 სათზე აქცია ჩაინიშნა

31 დეკემბერი, 2024 წელი
Ezz Gaber

2 იანვარს, 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება – ღინისძიების ანონსს სოციალურ ქსელში ჯგუფი დაიტოვე ავრცელებს. 

 

"ბედობა რუსთაველზე!
2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი!

წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან. ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:


- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!


- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - წერია ღინისძიების აღწერაში. 

კომენტარები