ახალი წელი 2025

მეუფე ზენონი: თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს

ჩვენი გულების დამბადებელმა ქრისტე ღმერთმა დაგვილოცოს ხვალინდელი დღე და წლები, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში.

ქრისტემ ნამდვილმა ღმერთმა და ნამდვილმა ადამიანმა მოგვანიჭოს გამარჯვება საკუთარ თავზე და მტერზე.

თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა საქართველოს სიყვარულისთვის ვნებულებს.

ცხოვრება აჩვენებს ვინ მამაა და ვინ მამინაცვალი, ვინ ძმა არის და ვინ ძმის ნაცვალი.

ბედნიერი შობა-ახალ წელი გქონოდეთ!

წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

კომენტარები