საქართველოს ეკონომიკა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე,ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

კომენტარები