რუსეთი

მოსკოვში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დააკავეს

29 დეკემბერს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი მოსკოვის ცენტრში დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველმა ტელეგრამ არხმა 112-მა გაავრცელა.

რუსული საინფორმაციო РБК წერს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაცია მათ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ და პოლიციის ტერიტორიული განყოფილების წარმომადგენელმა დაუდასტურა.

112-ის ინფორმაციით კარაპეტიანი ტვერსკაიას ქუჩაზე დღისით დააკავეს. მას ბრალად ედება "სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება".

57 წლის კაპარეტიანი 2018 წლიდან 2021 წლამდე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე ის სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე იყო, ხოლო 2 აგვისტოს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. კარაპეტიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამ თვეში, 15 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ამჟამად, ის არის ოპოზიციური მოძრაობის "საერთოეროვნული ფრონტის" ლიდერია.

კომენტარები