რუსული რეჟიმი

ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

ივანიშვილის წარმომადგენლის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. 

თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.

15 დეკემბერს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა ლიტვამ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, სანქციები ივანიშვილის დამატებით 17 პოლიტიკოსს დაუწესა. მათ შორის არის შალვა თადუმაძეც.

"ლიტვა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და მათ ევროპული ოცნებას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებულ ქართველი პოლიტიკოსების სია და დავუმატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობასა და ჩაგვრას. დროა ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის". - წერს ბუდრისი X-ზე.

18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თადუმაძე გეგმავს, ლიტვის მხრიდან დასანქიცრების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართოს.

კომენტარები