პარლამენტში ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი, ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული.





