პროტესტის 31 დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეები ერთობის ჯაჭვში ჩადგნენ. პროტესტის მონაწილეები კვლავ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ.
თბილისში მოქალაქეების ჯაჭვმა 7 ხიდი გააერთიანა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
ერთობის ჯაჭვს შეუერთდა სალომე ზურაბიშვილიც შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად.
მეტეხის ხიდზე მოქალაქეების მხარდასაჭერად მივიდნენ ევროპარლამენტის წევრები, ლიტვისა და პოლონეთის წარმომადგენლები, დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკევიჩი.





