ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

როგორ განაწილდა “ერთობის ჯაჭვის” ლოკაციები თბილისში - სია

28 დეკემბერს 15:00-ზე საქართველოს ქალაქებში "ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში  სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციამ და მოძრაობამ გაავრცელა.

დედაქალაქში, სადაც ცოცხალი ჯაჭვი მტკვრის ორივე სანაპიროსა და 7 ხიდზე გაიმართება, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციებს დაიკავებენ.

ცნობისთვის, "ერთობის ჯაჭვის" ორგანიზატორთა გაცნხადებაში ნათქვამია, რომ "მოქალაქეებს ყველაზე ახლოს მდებარე ხიდზე გასვლა შეეძლებათ ჯაჭვში ჩასადგომად".

თბილისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:

  • მეტეხის ხიდი
  • მშვიდობის ხიდი

"ძვირფასო თანასკოლელებო - კომაროველებო და ვეკუელებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შეკრებისკენ ხვალ! ერთად ჩავერთოთ ერთობის ჯაჭვში!" - წერია კომარივოისა და ვეკიას სკოლების კურსდამთავრებულების განცხადებაში

  • ბარათაშვილის ხიდი:

"მწერლები, გამომცემლები, ფილოლოგები, მკითხველები ვიკრიბებით 28 დეკემბერს, 15:00-ზე ბარათაშვილის ხიდზე და ერთად ვდგებით ერთობის ჯაჭვში ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის" - წერია ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლების განცხადებაში

  • ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი

"ილიაუნი ერთობის ჯაჭვში ზაარბრიუკენის ხიდთან!" - წერია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში

  • გალაქტიონ ტაბიძის ხიდი:

"13:00-ზე ბენდუქიძის კამპუსის შეკრების ადგილი - აკაკი წერეთლის მეტრო, კავკასიის სტუდტენტების შეკრების ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტი. წერეთლის მეტროსთან ვიკრიბებით თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, საქართველოს კულინარიის აკადემიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები, თანამშრომლები აქცია-მსვლელობით მივემართებით მარჯანიშვილის მეტროსკენ,სადაც გაერთიანდება უნივერსიტეტების მსვლელობა და ერთიანად მივალთ გალაკტიონის ხიდზე, რომელზეც 15:00-ზე ჩავებმევით ცოცხალ ჯაჭვში" - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში

  • თამარ მეფის ხიდი:

"შაბათს, 28 დეკემბერს, 13:00 საათიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან და ვუერთდებით ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის! 15:00 საათისთვის, გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს თამარ მეფის ხიდზე!" - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში

  • ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი:

"HR პროფესიონალები, ტრენერები, ბიზნეს ქოუჩები, ბიზნეს კონსულტანტები, მარკეტერები, IT/Tech პროფესიონალები, იურისტები, ESM-ელები და სხვა პროფესიული კომუნები დავიწყებთ ერთობის ჯაჭვს ვახუშტის ხიდიდან" - წერია ამ პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელთა განცხადებაში

კომენტარები