თვითმფრინავის ჩამოვარდნა ყაზახეთში

მუსაბეკოვი: თვითმფრინავი რუსეთში ჩამოაგდეს, ამის უარყოფა შეუძლებელია

თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს ცაში ჩამოაგდეს. ამის უარყოფა შეუძლებელია. [...] მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და ანაზღაურება უნდა იყოს გადახდილი. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ურთიერთობები სხვა დონეზე გადავა. 

თქვა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, რასიმ მუსაბეკოვმა გამოცემა Turan-თან ინტერვიუში

მედიასააგენტო Reuters ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გამოძიების წინასწარი შედეგებით, რეისი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა

25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. 

კომენტარები