დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ავიაციამ იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე დარტყმები მიიტანა

ისრაელის ავიაციამ იემენში ჰუსიტი ტერორისტების სხვადასხვა სამიზნეებზე დარტყმები მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს.

IDF-ის ცნობით, რომ თავდასხმები განხორციელდა "ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებზე, როგორც იემენის დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შიგნით".

ისრაელის ავიაციამ დარტყმები მიიტანა სანას აეროპორტის ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ჰუსიტები, სავარაუდოდ, სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. გარდა ამისა, დაიბომბა ორი ელექტროსადგური და პორტის ინფრასტრუქტურა ქალაქ ჰოდეიდაში, ალ-სალიფსა და რას კანტიბში, იემენის დასავლეთ სანაპიროზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სანას აეროპორტზე თავდასხმის დროს ის ერთ-ერთ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ეკიპაჟის ერთი წევრი.

კომენტარები