ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე უილსონზე: საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება

რაც შეეხება დამარცხებულ, განადგურებულ, გაუბედურებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას - მერწმუნეთ, მათთვის სასიკეთო არაფერი ხდება, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. ისინი ჩვეულებრივი ლუზერები არიან. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას - მინდა, ყველა დაგარწმუნოთ და მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველოში გვექნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს - საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს ეკადრება. 

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებებს. 

უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე ბიძინა ივანიშვილზე პოსტები დაწერა, რომლებშიც ის ივანიშვილს დიქტატურის დამყარების მცდელობაში ამხელს და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ პასუხებზე უსვამს ხაზს.

კომენტარები