აშშ-ქართული ოცნება

არანაირი დაფინანსება პროირანული დიქტატურებისთვის – აშშ-ს რესპუბლიკური კოკუსი საქართველოზე

აშშ-ს კონგრესის ერთ-ერთი რესპუბლიკური კოკუსის, რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი კევინ ჰერნი
Associated Press via House Television

კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი, რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (Republican Study Committee) X-ზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც კონგრესმენი უილსონი ივანიშვილს "კორუმპირებულად, ჩინეთისა და ირანის მოყვარედ და ამერიკის მოძულედ" მოიხსენიებს:

"ჩვენ ამერიკა ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანული დიქტატურებისთვის" - წერია კოკუსის X-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ს 118-ე მოწვევის კოკუსში "რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი" იდეოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი კოკუსი იყო კონგრესის ორივე პარტიიდან. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნულ კოკუსში წარმომადგენელთა პალატის 219 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან 177 მათგანია გაწევრიანებული.

ამასთანავე, კოკუსის წევრებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი.

კომენტარები