ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს ვუერთდები" - სოცმუშაკმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა

სოციალურმა მუშაკმა, ანა ლომთაძემ პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა. ის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის განყოფილების სოცმუშაკის თანამდებობაზე მუშაობდა.

"საერთოდ არ ვაპირებ, არასდროს, ავტორიტარულ რეჟიმს შევეგუო. ვფიქრობ, პირველი, რაც ადამიანმა უნდა შეძლო, არის, რომ გულგრილად არ უყურო, როცა შენ გვერდით მეორე ადამიანს უსამართლოდ ექცევიან. ამას არაფერი ამართლებს, წერტილი.

ისე, გლობალური ომის პარტია ვერ მაშინებს. საშიში ისაა, როცა ბოდვების დაჯერებას იწყებ. ფიქრობ, რომ ფსიქოპათების ტვინებიდან უწყვეტ ნაკადად გადმოდენილი სისულელე შენ არ დაგსვრის. სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო სისტემა ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს". - წერს ლომთაძე Facebook-ზე.

ანა ლომთაძემ სამსახურიდან გათავისუფლებაზე სააგენტოს მიმართა და Facebook-ზე შესაბამისი დოკუმენტის ფოტოც გაავრცელა.

კომენტარები