დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ჰუსიტების მიერ გასროლილი რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში იემენელი ჰუსიტების მიერ გასროლილი რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. რაკეტა გასული ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ქალაქ ბეერ-იაკოვში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს, 1 მეტრზე მეტი სიგრძისაა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, რაკეტის ფრაგმენტები, სულ მცირე, 3 ადგილას აღმოაჩინეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება ისრაელის ცენტალური ნაწილის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებს უკვე მეორე ღამეა ისვრის, რაც თითქმის ყოველდღიური მოვლენა გახდა.

კომენტარები