დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას აკომენტარებს და წერს, რომ არჩევნებზე უწესრიგობებზე, მათ შორის, ანგარიშმა ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმების მოსყიდვაზე, დანიის ეჭვები დაადასტურა.
ამის შესახებ რასმუსენის განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე აზიარებს.
"ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში არჩევნებზე ადასტურებს დანიის შეშფოთებებს არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეზე უწესრიგობების შესახებ, მათ შორის ამომრჩეველთა ფართო გავრცელებული დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ". - წერს დანიის საგარეო.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.
პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა".
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე.





