არჩევნები 2024

მოვუწოდებ, ყველა რეკომენდაცია შესრულდეს – ეუთოს PA-ის პრეზიდენტი ოდირის დასკვნაზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა
Wikimedia

ეუთოს საპარლამენტო ასაბმლეის პრეზიდენტი, პია კაუმა 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას აკომენტარებს და ყველა რეკომენდაციის შესრულებისკენ მოწუოდებს.

ამის შესახებ კაუმა X-ზე წერს და ოდირის საბოლოო დასკვნას აზიარებს.

"როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოვუწოდებ, რომ ანგარიშში რეკომენდაციები სრულად შესრულდეს". - წერს კაუმა. 

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე. 

კომენტარები