კახა კალაძე

კალაძე რუს UFC-ის მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს შეხვდა, რომელიც კადიროვის მეგობარია

Khamzat Chimaev/Instagram

თბილისის მერი კახა კალაძე შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ჩეჩნური წარმოშობის რუს მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს შეხვდა, რომელიც რამზან კადიროვის მეგობარია.

ამის შესახებ ჩიმაევმა საკუთარ Instagram-ის ანგარიშზე დაწერა. გავრცელებულ პოსტში იგი კალაძეს "თბილი მიღებისთვის" მადლობას უხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვს მისთვის ნაჩუქარი აქვს Mercedes-Benz-ის მარკის მანქანა, რომლითაც ჩიმაევი 2021 წლის აპრილში ავტოავარიაში მოყვა.

2022 წელს ჩიმაევი კადიროვის ორი ვაჟის, ზელიმხანისა და ადამის, ტრენერი გახდა. ამასთანავე, იგი კადიროვის გვერდით იმყოფებოდა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი პირდაპირ ეთერში იმ მცირეწლოვნის მოკვლით დაიმუქრა, რომელმაც მისი მმართველობის ფორმა გააკრიტიკა.  

ხოლო 2023 წლის 23 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩიმაევი აბუ დაბიში UFC-ის შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ კადიროვს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი მზადაა, "პირველი წავიდეს პალესტინაში", რათა "მუსლიმი ძმებისთვის დაიღუპოს".

კომენტარები