ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბუჩუკური ევროსაბჭოს გენმდივანზე: ვთხოვეთ, მკაფიო განცხადება გააკეთონ მათი ვიზიტის მიზნებზე

ინფორმაცია მივაწოდეთ დეტალური, მათ შორის, დოკუმენტირებული, ფოტოსურათებით, ვიდეო დოკუმენტაცია, ასეულობით დასჯილი, ნაცემი და დაკავებული ადამიანების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო. [...]

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ მათი აქ ყოფნა ოცნების მხრიდან უკვე გამოიყენება პროპაგანდისთვის, რომ თითქოს ხდება ლეგიტიმაცია. ელემენტარულია, რომ ეს წარმომადგენლობა და ზოგადად საბჭო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ უფლებამოსილია და რომლის მანდატშიც შედის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ვინმესთან ხელის ჩამორთმევით ლეგიტიმაციის მიცემა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს მძიმე პროპაგანდისთვის გამოიყენება და რა თქმა უნდა, მოვუწოდეთ და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად და მკაფიოდ განცხადება გააკეთონ მათი ვიზიტის მიზნებისა და მათი მანდატის შესახებ. 

ამბობს გახარია - საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური ევროპის საბჭოს გენერალური მდივანთან, ალენ ბერსესთან და ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ფორმულას ჟურნალისტთან საუბრისას. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად 17 დეკემბერს ჩამოვიდა, ვიზიტი კი 21 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები