ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პოლიციელებისა და სპეცრაზმელების საკვებით მომარაგების ტენდერში ერთი კომპანია ჩაერთო

საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 28 ნოემბერი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერში, რომელიც "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის" 7 ნოემბერს გამოქვეყნდა და წინადადებების განხილვა 7-10 დეკემბერს მიმდინარეობდა, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსმა მიიღო.

ტენდერის სტატუსი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 300 000 ლარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 28 ნოემბერს, მასობრივი აქციების დაწყების დღეს "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის" ტენდერი გამოაცხადა, თუმცა 300 000 ლარის ღირებულების საკვების შესყიდვა არ შედგა.

კომენტარები