ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TBC და BOG დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ

ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.  

"ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე,  ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ" - აცხადებს TBC.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:  

  • TBC x Mymarket.ge   
  • TBC x Glovo  
  • TBC x tkt.ge  
  • TBC x Swoop 
  • BOG x Extra.ge 
  • BOG Ads Manager  
  • BOG x Biletebi.ge 
  • BOG Gift card 
  • BOG x Wolt 

 თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი,  შემდეგ ფონდებში გადანაწილდება: 

  • #ერთმანეთისთვის 
  • სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia 
  • Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად  

კომენტარები